ბაპტისტები

ბაპტისტები
სახელწოდების ძირი ბერძნულია და ნიშნავს წყლით ნათლობას, კონკრეტულად - შთაფლვით ანუ ჩაყვინთვით ნათლობას (ბერძნ. ბაპტიძო ,,ვნათლავ წყლით’’). ამდენად, ბაპტისტების სულიერ ცხოვრებაში ყურადღება ძირითადად რწმენით ნათლისღებაზეა გადატანილი; იგი შთაფლვით უნდა შესრულდეს. რიტუალი, თუ მდინარეზე გასვლის საშუალება არ არის, სრულდება ბაპტისტერიაში ანუ ეკლესიის დარბაზში გაკეთებულ აუზში ხელდასხმული მსახურის (დიაკვნის, ხუცესის, ეპისკოპოსის) მიერ. ბაპტისტური ლიტურგია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. იგი, რიგორც წესი, არეკლავს ადგილობრივი კულტურის თავისებურებებს. ზოგადი თარგი ასეთია: შესავლისა და დასასრულის ლოცვები (რომლებიც ან სპონტანურია, ან წინდაწინ შედგენილი), რწმენის დამოწმება (მრწამსი), ,,სიტყვის ლიტურგია’’, ქადაგება, ევქარისტია, კურთხევა. ინათლებიან მხოლოდ მორწმუნენი, ე.ი. მოწიფულ ასაკში, როდესაც ადამიანს ჩამოუყალიბდება ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმის უნარი.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Смотреть что такое "ბაპტისტები" в других словарях:

  • ბაპტისტური ეკლესია — ერთ ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პროტესტანტული დენომინაციაა, რომელიც პურიტანთა წრეში წარმოიშვა. პურიტანები წარმოადგენდნენ ანგლიკანური ეკლესიის წიაღში არსებულ ჯგუფს, რომელიც ამ ეკლესიას დაუპირისპირდა, ვინაიდან მის მიერ განხორციელებული… …   Georgian encyclopedia

  • დენომინაცია — • ლათინური სიტყვაა და ,,გადარქმევას’’ ნიშნავს, მეორეული (რელიგიათ მცოდნეობითი) აზრით კი იმ ორგანიზაციას, რომელიც ეკლესიისა და სექტის შუალედურ რგოლს, ე.ი. გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს. დენომინაციების არსებითი ნიშანი აქტიური მისიონერული… …   Georgian encyclopedia

  • რელიგია ბრიტანეთში — ბრიტანეთი ქრისტიანული სახელმწიფოა, რომელსაც აქვს ორი „ტრადიციული“ ანუ სახელმწიფო ეკლესია ინგლისის ეკლესია, რომელიც ითვლება ანგლიკანური საზოგადოების „დედა ეკლესიად“ და შოტლანდიის პრესვიტერიანული ეკლესია. რომის კათოლიკეები, ბაპტისტები, ლუთერანები,… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»